ქარტიის საბჭოს განცხადება "ობიექტივთან" დაკავშირებით
20.03.2018

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია „ობიექტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. მათი თქმით, უკანონო მშენებლობის თემაზე მუშაობისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ჟურნალისტსა და ოპერატორს.

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად, ადეკვატურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.

მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველა ჟურნალისტს მიეცეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების უფლება, რისი უზრუნველყოფისთვის ხელისუფლებამ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.