ტრენინგი - ფარული გადაღება და კონფიდენციალური წყაროების გამოყენება
16.04.2018

კატეგორია : ტრენინგები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ფარული გადაღება და კონფიდენციალური წყაროების გამოყენება მედიაში

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 5-6 მაისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ რა შემთხვევაში შეიძლება ფარული გადაღება, როდის და რა ფორმით უნდა იყოს ის გამოყენებული ჟურნალისტურ პროდუქტში. როგორ მუშაობს ჟურნალისტი საიდუმლო მასალებთან, კონფიდენციალურ წყაროებთან, რა ვალდებულებები აქვს და როდის შეიძლება მისი ვინაობის გამჟღავნება, რა პრაქტიკა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ტრენინგის მსვლელობისას  ჟურნალისტურ და სამართლებრივ ჭირლში განხილული იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაგალითები.

ტრენინგს გაუძღვებიან:

გიორგი ბერაია - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი. მანამდე ის მუშაობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ იურისტ-ანალიტიკოსის პოზიციაზე, უფრო ადრე კი ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივ დეპარტამენტში უფროსი მრჩეველი იყო. არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი და მუშაობს გამოხატვის თავისუფლების თემაზე. 2017 წლიდან გიორგი არის მოწვეული ლექტორი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის შესავალს ადამიანის უფლებების სამართალში.

გიორგი მგელაძე - სტუდია "მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე. გიორგი მგელაძეს აქვს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მომზადებული, რომელიც უკავშირდებოდა სასამართლოში მიდინარე პროცესებს, რისთვისაც არაერთი კონკურსის გამარჯვებული გახდა. მიღებული აქვს ქარტიის და ევროკავშირის პრიზიც. სტუდია "მონიტორის" დაფუძნებამდე გიორგი მგელაძე საგამოძიებო ფილმებს აკეთებდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "60 წუთისთვის", მოგვიანებით კი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფის რეპორტიორი.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა 30 აპრილამდე შეავსეთ აპლიკაცია


საკონტაქტო პირი:

ნინო ნარიმანიშვილი ტელ: 593926429, ელ-ფოსტა: ethicscharter@gmail.com მის: შიო მღვიმელის ქ.6ბ


M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.