სოციალურად დაუცველების შესახებ "კურიერის" სიუჟეტის გამო ქარტიას მიმართეს
30.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მაგდალინა თოდუას განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავო მასალა 18 მაისს გავიდა საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ეთერში. სიუჟეტი ეძღვნებოდა ზუგდიდში უფასო სასადილოს და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კვების ხარჯის შემცირებას.

განმცხადებელი, მაგდალინა თოდუა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტები, დაეყრდნო მხოლოდ ერთი რესპონდენტის ნათქვამს, შესაბამისად მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი - სიზუსტე და მეთერთმტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

სადავო მასალა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.