ვაკანსია - ქარტიის საბჭოს მთავარი მდივანი
10.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას  ქარტიის საბჭოს მთავარი მდივნის პოზიციაზე

სამუშაო დატვირთვა: სრული შტატი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის  ქარტია ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოა. ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვით ხელს უწყობს მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. ქარტიის საბჭოს სამდივნო არის საბჭოსთან არსებული ორგანო, რომელიც საბჭოს საქმიანობაში ტექნიკურ დახმარებას უწევს, მათ შორის, არეგისტრირებს განცხადებებს, ორგანიზებას უწევს საქმეების განხილვას,  გამოსაქვეყნებლად ამზადებს საბჭოს გადაწყვეტილებებს და ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.

ძირითადი მოვალეობები

·       მიიღოს და დაარეგისტრიროს განცხადებები ქარტიის წევრი და არაწევრი ჟურნალისტების მიმართ პროფესიული სტანდარტის დარღვევის თაობაზე;

·       შეამოწმოს განცხადების ფორმალური მხარე და მისი შესაბამისობა საბჭოს მიერ დადგენილ ფორმასთან;

·       დაამყაროს სამუშაო ურთიერთობები განსახილველი საქმის მხარეებს შორის, ასევე განსახილველი საქმის მხარეებსა და ქარტიის საბჭოს შორის;

·       მოამზადოს ქარტიის საბჭოს სხდომებისთვის საჭირო დოკუმენტაცია;

·       ორგანიზება გაუწიოს საბჭოს სხდომებს;

·       მოამზადოს ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმები;

·       კონსულტაციას გაუწიოს ქარტიის საბჭოს ქარტიის წესდებისა და საქმის წარმოების წესით გათვალისწინებულ საკითხებზე;

·       მოამზადოს ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები;

·       გამოაქვეყნოს საბჭოს გადაწყვეტილებები;

·       მოამზადოს ქარტიის წევრთა საერთო კრება;

·       მოამზადოს ქარტიის წევრთა საერთო კრების ოქმები;

·       მართოს საბჭოს სხდომების და ქარტიის წევრთა საერთო კრების ლოჯისტიკა;

·       მართოს ქარტიის ვებგვერდი და მასთან დაკავშირებული გვერდი სოციალურ მედიაში;

·       მონაწილეობა მიიღოს შეხვედრებში ქარტიის პოპულარიზაციის მიზნით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

·       უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობაში, ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე სფეროში.

·       უნდა იცოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას მედია საქართველოში და უნდა ესმოდეს მედიის თვითრეგულირების როლი და მნიშვნელობა.

·       უნდა ერკვეოდეს მედიის სამართალში.

·       უნდა ჰქონდეს კვლევის კარგი უნარი.

·       უნდა წერდეს კარგად.

·       უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი.

·       უნდა ჰქონდეს პრეზენტაციის კარგი უნარი.

·       უნდა მუშაობდეს სწრაფად და მოწესრიგებულად.

·       უნდა შეეძლოს გუნდურად მუშაობა.

·       კარგად უნდა იცოდეს ინგლისური.

ანაზღაურება: $1,000 დარიცხული.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 აპრილამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.