2023 წლის 14 მარტს „დოჟდის“ ჟურნალისტმა, ანა მონგაიტმა გაავრცელა
ინფორმაცია, რომ მათი კორესპონდენტი, საშა შვედჩენკო
საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვარზე დეპორტაციის ცნობა
მისცეს.
ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს. ამის შესახებ ქარტიას არაერთი განცხადება გაუკეთებია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს საქართველოს და სხვა ქვეყნების დახმარება სჭირდებათ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ნინი ტაველიძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „საქართველოს ძიძების ასოციაციაა”.
სადავო მასალა 2023 წლის 5 მარტს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია მანიპულაციურად გააშუქა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეცხრე (სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 მარტს სამ საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - საქართველოს უნივერსიტეტი ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის ცოტნე გეგეჭკორის და POSTV-ს წინააღმდეგ
სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 12 თებერვალს, ხოლო „POSTV"-მ 2023 წლის 9 თებერვალს გააშუქა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არ გადაამოწმეს და არ გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ პატივისცემა, რათა გაეშუქებინათ ზუსტი ინფორმაცია.
განმცხადებელი ორივე შემთხვევაში დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
19:30 საათზე - გიორგი ბადრიძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ
სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 22 თებერვალს.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N 2023-1
2023 წლის 27 თებერვალს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ დამტკიცდა მედიაცია.
2023 წლის 27 თებერვალს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.
მედიაორგანიზაციების ნაწილს პრობლემა შეექმნა პარლამენტში დაშვებასთან დაკავშირებით. რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ჟურნალისტთა ნაწილი შენობაში შესვლას ოპოზიციური დეპუტატების მიერ დაშვებული საშვებით ცდილობდა, თუმცა აღნიშნული საშვები გააუქმეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის — 2023 წლის 20 თებერვალს, რუსული კანონის პირველი ვერსიის ბიუროზე დარეგისტრირების დროსაც, მედიის წარმომადგენლებს დაშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. საბოლოოდ, ჟურნალისტთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით მოახერხა. დღეს კი აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენების საშუალებაც არ მისცეს.
ქარტია კიდევ ერთხელ გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევას და მათი პოზიციის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.
ამასთან, არ ვეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ქარტიის წარმომადგენლები პარლამენტში კანონის დარღვევით აპროტესტებდნენ რუსულ კანონს. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო მოსაზრების დაფიქსირება/პროტესტი უმრავლესობის მხრიდან რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
განვმარტავთ, რომ ქარტია მუდამ იდგება ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების გვერდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღების შემდეგ დახურვა ემუქრებათ.
ქარტიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის
მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი
სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ
საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ფოტოზე არიან ჟურნალისტები, ვინც აპირებდნენ ბიუროს სხდომის
პარალელურად კანონპროექტის გაპროტესტებას, თუმცა პარლამენტში არ
შეუშვეს.
თბილისი:
შიდა ქართლი:
ქვემო ქართლი:
სამცხე-ჯავახეთი:
აჭარა:
სამეგრელო:
კახეთი:
იმერეთი:
გურია:
მცხეთა-მთიანეთი:
76. აგროგარემო
TV
/სია განახლებადია/
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 3 მარტს ერთ საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტების დავით ქაშიაშვილის, თამარ ბაღაშვილის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2023 წლის 4 თებერვალს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, მასალაში ინფორმაცია არასწორად, არაობიექტურად და მიკერძოებულად გაშუქდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გიორგი ბადრიძე.
სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 22 თებერვალს.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია საქართველოს უნივერსიტეტი.
სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 12 თებერვალს, ხოლო „POSTV"-მ 2023 წლის 9 თებერვალს გააშუქა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არ გადაამოწმეს და არ გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ პატივისცემა, რათა გაეშუქებინათ ზუსტი ინფორმაცია.
განმცხადებელი ორივე შემთხვევაში დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.