20.10.2015
გადაწყვეტილება N
61 05 სექტემბერი 2016
წელი საქმეზე - სსიპ
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ეთერ თურაძის
წინააღმდეგ საბჭოს
თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი,
გიორგი მგელაძე, ჯაბა ანანიძე, ლაშა ზარგინავა, ირაკლი აბსანძე
განმცხადებელი: სსიპ აჭარის
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წევრი
ჟურნალისტი: ეთერ თურაძე აღწერილობითი
ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს
განცხადებით მომართა სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
სააგენტომ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ეთერ თურაძემ დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11
პრინციპი. საქმის განხილვის დროს საბჭოს კითხვებს დისტანციური
კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით უპასუხეს განმცხადებლის
დირექტორმა მირანდა ჩარკვიანმა და მოპასუხე ჟურნალისტმა ეთერ თურაძემ,
რომელმაც ასევე წერილობითი სახით წარმოადგინა შეპასუხება. განცხადების
თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა ეთერ თურაძის ავტორობით
გამოქვეყნებულ შემდეგ სტატიებში: [1] გაზეთი "ბათუმელები" - "პირველი
აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები", [2] ონლაინ გაზეთ "netgazeti.ge"
- "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ
დაადასტურა". სამოტივაციო ნაწილი: ქარტიის პირველი
პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა
პატივი უნდა სცეს
სიმართლეს და
საზოგადების უფლებას
– მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია".
- სადავო სტატიაში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ: "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის [იგულისხმებოდა ბათუმში, ევროპის მოედანზე არსებული ყოფილი N1 აფთიაქი] დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ დაადასტურა... ამჟამინდელი ხელისუფლება იზიარებს ყოფილის გამოცდილებას - კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე მოიზიდოს ფული." განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგანაც "არ არსებობს არათუ კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ფაქტი, არამედ განსახილველი პროექტებიც არ ითვალისწინებს ძეგლის დემონტაჟს".
- შემდეგ სადავო წინადადებად განმცხადებელი მიიჩნევდა სტატიის შემდეგ ნაწილს: "ჟასმინსა" და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2013 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული შეთახმებით ერთი რამ სრულიად ნათელია: ამ ხელშეკრულებით სამინისტრო არც კი უშვებს, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა შეიძლება ხელი არ მოაწეროს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, ანუ არ დათანხმდეს მშენებლობას". საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ფრაზით ჟურნალისტმა შეაფასა ის დამოკიდებულება რაც ჰქონდა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართ. სტატიაში რამდენჯერმე იყო აღნიშნული, რომ სააგენტო წარმოადგენდა სწორედ იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომლის საბოლოო თანხმობა არის საჭირო ძეგლზე სამუშაობის დაწყებისათვის, რომ ძეგლისათვის იარსახის ცვლილებაზე ერთხელ უკვე უარი განაცხადა სააგენტომ, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, მთავრობის წარმომადგენლების პრინციპული პოზიცია იყო რომ პროექტი განხორციელებულიყო: "...ასეთიპროექტებისთვის უარის თქმა არ გამოვა [მინისტრი დავით ბალაძე]". ასევე სტატიაში მითითებული იყო რომ სააგენტოს მიერ ერთხელ უკვე გაცხადებული უარი სამშენებლო სამუშაოების განხორცილებაზე, შესაბამისი საჩივრის საფუძველზე გააუქმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი ცხადყოფდა რომ მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა რომ უგულვებელყო სააგენტოს პოზიცია.
- განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა სტატიის შემდეგ ნაწილს: "არაოფიციალურ ვერსიად კი ის განიხილება, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა კონკრეტულმა პირებმა "ჟასმინთან" მიღწეული შეთანხმებით" ძალიან კონკრეტული ფულადი სარგებელი ნახეს."
- მე_4 სადავო ციტატა: "მოქალაქეებს სურთ აფთიაქის შენობის ნაცვლად კომპანია "ჟასმინს" ბათუმის ცენტრალურ უბანში, ზღვასთან ახლოს გამოუყოს ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთი." როგორც მოპასუხე ჟურნალისტმა აღნიშნა, მან გამოკითხა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები და მათ დააფიქსირეს სურვილი, რომ კომპანია "ჟასმინის" საინვესტიციო პროექტი არ შეხებოდა N 1 აფთიაქს და სხვა ადგილზე განხორციელებულიყო. ასეთი პირების არსებობა და მათ მიერ პოზიციის გამოხატვა სრულიად დასაშვებია, ამასთან მსგავსი ინფორმაციის მიმართ არ შეიძლება იყოს წაყენებული გადამოწმების მოთხოვნა, ვინაიდან იგი გამოხატავს კონკრეტული პირის სურვილს და არა ფაქტს.
- ეთერ თურაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი