19 აპრილი, 2017 წელი
საქმეზე – შპს „აიპლუსი“ თემურ ჭუმბურიძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.
განმცხადებელი: შპს „აიპლუსი“
მოპასუხე: თემურ ჭუმბურიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „აიპლუსმა“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 13 მარტს ვებგვერდზე ghn.ge გამოქვეყნებულ სტატიაში: „აშშ-დან დასკვნა ჩამომივიდა, „iPhone+“-ში ნაყიდი „iPhone5“ ფასლიფიცირებულიაო და ისე ავღელდი, ინფარქტით საავადმყოფოში აღმოვჩნდი!“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-9 პრინციპი. სტატიას კონკრეტული ავტორი არ ჰყავდა მითითებული და მოპასუხედ განისაზღვრა ვებსაიტის რედაქტორი თემურ ჭუმბურიძე.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. ზეპირი განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა თავისი მოთხოვნა ქარტიის მე-9 პრინციპის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
სადავო სტატია ეხებოდა ტექნიკის რეალიზატორ კომპანია „აიპლუს“, რომელიც წარმოჩენილი იყო ნეგატიური კუთხით, ზოგადი და გადაუმოწმებელი ფაქტებით „აიპლუსი“ მოხსენიებული იყო როგორც მომხმარებელთა უფლებების დამრღვევი პირი. მაგალითად ამონარიდი სტატიიდან „მომხმარებელთა უფლებების შელახვის მხრივკომპანია „iPhone+“ ლიდერობს, რასაც არაერთი ფაქტი მოწმობს და ამის შესახებინტერნეტშიც უამრავი ინფორმაცია არსებობს“. ასევე სტატიაში საუბარია, რომ კომპანისმფარველობდნენ სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები, „მუსირებს აზრი, რომ„iPhone+“-ის დამფუძნებელს თავის დროზე კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ„ნაციონალური მოძრაობის“ ძალოვან უწყებებთან, რის გამოც ცა ქუდად არ მიაჩნდათ დადედამიწა – ქალამნად“.
სტატია ძირითადად ეფუძნება რესპონდენტ გელა ღაღანიძესთან ინტერვიუს, სადაც სხვა ბრალდებებთან ერთად იგი აცხადებს, რომ მას „აიპლუსის“ მიერ მეორეადი და არალიცენზირებული ტელეფონების გაყიდვის დამადასტურებელი დასკვნა აქვს და თავად მასაც ასეთი ტელეფონი მიჰყიდეს.
ზემოაღნიშნული ბრალდებების ფონზე სტატიაში არ ჩანს არც ერთი ფაქტის გადამოწმების მცდელობა. მაგალითად, ჟურნალისტს არ გადაუმოწმებია დასკვნის ავთენტურობა/რელევანტურობა. ჟურნალისტი არ დაკავშირებია არც ბრალდებების ობიექტს, „აიპლუსს“, რომ მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა.
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სტატია არ არის მომზადებული და გამოქვეყნებული ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვით და მკითხველს მიეწოდა მხოლოდ ცალმხრივი პოზიცია, ავტორმა არ უზრუნველყო მეორე მხარის კომენტარის მოპოვება [არ იყო მცდელობაც] და წარმოჩენა. ცალმხრივი და გადაუმოწმებელი ფაქტების და გარემოებების [მით უფრო, როცა ეს ფაქტები და გარემოებები შეიცავენ მძიმე ბრალდებებს] გავრცელება იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროსგამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავსსაზოგადოება“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ის დაუკავშირდა ჟურნალისტს და მოსთხოვა ინფორმაციის შესწორება, რაც არ მომხდარა და შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა აუდიო ჩანაწერი. საბჭო გაეცნო ჩანაწერს და მიიჩნევს, რომ კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტს სათანადო წესით მოსთხოვა ინფორმაციის ჩასწორება, მაგრამ მიუხედავად ამისა მოპასუხეს არ ჩაუსწორებია, როს გამოც დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
- თემურ ჭუმბურიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.