01 ოქტომბერი 2016 წელი
საქმეზე – ააიპ „ასოციაცია ატუ“ ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი
საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი
განმცხადებელი: ააიპ „ასოციაცია ატუ“
მოპასუხე: ეკა კვესიტაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა “ასოციაცია ატუმ”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 08 მაისს, “რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“, რომლის ავტორი და წამყვანი ეკა კვესიტაძე იყო, დაირღვა ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპი [ფაქტის განზრახ დამახინჯება]. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა გადაცემის იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოჭრას.
საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ჟურნალისტის შემდეგ ფრაზას: „კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი – რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეების მასობრივი მოჭრაა. კომპანია „ატუმ“ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობის 3 განკარგულებით ჯამში25 ათასი კუბური მეტრი ხე–ტყის მისაღებად ხეების გაკაფვის უფლება მიიღო, რაც იმასნიშნავს, რომ რაჭაში რამდენიმე ათასი უნიკალური ჯიშის ხე მოიჭრა“.
განმცხადებლის არგუმენტაცია, თუ რატომ თვლიდა პირველ პრინციპს დარღვეულად:
- სიუჟეტში არ იყო მითითებული, რომ მოჭრილი მერქანი მთლიანად მოხმარდა ქველმოქმედებას [თეატრების, ბაღების სკოლების მშენებლობას და ა.შ.], და არც ერთი კუბური სანტიმეტრი არ ყოფილა გამოყენებული კომერციული მიზნებისათვის.
- მოჭრილი ხეები არ იყო „უნიკალური“ ჯიშის.
- „ასოციაცია ატუს“ მოიხსენიებს მხოლოდ როგორც კომპანიას, კომპანია კი სამეწარმეო სუბიექტის კრებსითი სახელია და მეწარმეობასთან ასოცირდება მაშინ, როდესაც საქველმოქმედო ორგანოზაცია ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“ არის ორგანიზაცია და არაა საწარმო ანუ კომპანია.
საბჭო გაეცნო სადავო სიუჟეტს და აღნიშნავს, ჟურნალისტის სადავო ტექტს თან სდევს ფონდი „ქართუს“ მიერ 2015 წელს გაკეთებული განცხადება, სადაც „ქართუ“ აცხადებს, რომ: „სამშენებლო კომპანია „ატუ“ საერთოდ არ ეწევა კომერციულ საქმიანობას და იგიმხოლოდ ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს. მის მიერშესრულებულ პროექტებს შორისაა თბილისის ოპერა, ბათუმის თეატრი, რაგბისსტადიონების ქსელი, ურეკის საკონცერტო დარბაზი და სხვა მრავალი. ბუნებრივია ყველააღნიშნული მშენებლობა საჭიროებს ხის მასალას. ამ მიზნისთვის ასოციაცია „ატუს“, ყველაპროცედურის დაცვით, მოპოვებული აქვს ხე–ტყის სანიტარულ ჭრის ლიცენზია, რომელიცგულისხმობს დაბერებული ან დაავადებული ხეების გამოხშირვას, რაც ტყის განახლება–გაჯანსაღების აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს. ამგვარი მასშტაბური, კანონიერი, საზოგადოებისათვის და გარემოსთვის სასარგებლო საქმიანობის აგრესიულინეგატიურობით და არაობიექტურად წარმოჩენა, ცხადია, რომ წინასწარ დაგეგმილიცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.
ზემოთ მითითებული პოზიციის გავრცელებით, ჟურნალისტმა მაყურებელს მიაწოდა მეორე მხარის პოზიცია, ვინაიდან განმცხადებლის მიერ სადავოდ მიჩნეულ სამივე მომენტზე საუბარი იყო განცხადებაში კერძოდ, ჭრა განხორციელდა საქველმოქმედო მიზნით, „ატუ“ ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, მოიჭრა დაბერებული და დაავადებული ხეები. აქვე აღსანიშნავია, რომ თავად საპასუხო განცხადებაშიც „ატუ“ მოხსენიებულია როგორც კომპანია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა უზრუნველყო დაბალანსებული ინფორმაციის მაყურებლისათვის მიწოდება და შესაბამისად, პირველი პრინციპი არ დარღვეულა.
ქარტიის მეხუთე პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროსგამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავსსაზოგადოება“, ხოლო მე-11 პრინცპის მიხედვით „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულდანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.როდესაც არ დგინდება პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი] ინფორმაციის გავრცელება, ამ შემთხვევაში არ არსებობს მე-5 და მე-11 პრინციპის დარღვევის წინაპირობა, შესაბამისად აღნიშნული პრინციპებიც არ იქნა დარღეულად მიჩნეული.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
- ეკა კვესიტაძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.