გადაწყვეტილებების ძიება

ლევან კოჭლამაზაშვილსა და dianews.ge-ს შორის მედიაცია შედგა
03.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N2019-01

2019 წლის 27 იანვარს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საბჭოს შემდეგი წევრები: ნანა ბიგანიშვილი [თავმჯდომარე], გიორგი მგელაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, გიორგი სულაძე.

  1. ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 246] მომართა ლევან კოჭლამაზაშვილმა, ვებსაიტ dianews.ge წინააღმდეგ.
  2. განმცხადებლის აზრით, ვებსაიტ dianews.ge-ზე, რუბრიკა „დღის ფოტოში“ გამოქვეყნებული ფოტოსურათით დაირღვა ქარტიის მე-4 პრინციპი.
  3. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერ მოპასუხე მედია საშუალებისათვის განცხადების გადაგზავნის შემდეგ ვებგვერდიდან სადავო ფოტო შესაბამისი ტექსტითურთ წაიშალა.
  4. წინამდებარე ოქმის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შესაძლებელი იყო მედიაცია და შესთავაზა აღნიშნული მექანიზმი მხარეებს.
  5. განმცხადებელი და მოპასუხე დაეთანხმნენ მედიაციის მექანიზმს. 
  6. ქარტიის საბჭო მიესალმება მოპასუხე მედიის თანამშრომლობას საბჭოსთან და მის მიერ ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებისადმი პატივისცემას.
  7. ლევან კოჭლამაზაშვილის განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.