13.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N 2019-02
- ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 255] მომართა „ინიციატივამ საჯარო სივრცისათვის“, ჟურნალისტების - თათია ჩაფიჩაძის და ეკა ბაშარულის წინააღმდეგ.
- განმცხადებლის პოზიციით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, 2019 წლის 08 თებერვალს გადაცემა „საქმიან დილაში“ გასულ სიუჟეტში „როგორ გეგმავს M2 ხრუშოვკების ჩანაცვლებას?” დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-9 და მე-11 პრინციპი.
- განცხადების მიღებიდან მისი განხილვის დღემდე განმცხადებელი/მისი წარმომადგენლები მიიწვიეს „საქმიან დილაში“, სადაც მათ დააფიქსირეს თავისი პოზიცია/პრეტენზიები სადავო სიუჟეტში გაშუქებულ ამბავთან დაკავშირებით.
- წინამდებარე ოქმის მე-3 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შესაძლებელი იყო მედიაცია, რაც შესთავაზა მხარეებს, თავის მხრივ განმცხადებელი და მოპასუხე დაეთანხმნენ მედიაციის მექანიზმს.
- ინიციატივა საჯარო სივრცისათვის განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.