გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - თამაზ სოზაშვილი გიორგი გასვიანის წინააღმდეგ
26.07.2021

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : თამაზ სოზაშვილი;
მოპასუხე : გიორგი გასვიანი;

03 ივნისი 2021 წელი

საქმე N - 476

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე, სოფიო ჟღენტი, გულო კოხოძე. 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თამაზ სოზაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, გადაცემა „სიცრუის დეტექტორში” დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი - გიორგი გასვიანი.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას დაესწრო მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

სადავო გადაცემაში წამყვანს სტუმრად ჰყავდა მოწვეული გია კორკოტაშვილი. იგი ცნობილია თავისი ჰომოფობიური განცხადებებით. განმცხადებლის პრეტენზიები გადაცემის იმ ნაწილს ეხებოდა, სადაც წამყვანი და სტუმარი LGBTQ+ ადამიანებზე საუბრობენ. „გია კორკოტაშვილის და მისი მეგობრის მიერ გაკეთებული განცხადებები ხელს უწყობს ადამიანების დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით“ - აღნიშნავდა განმცხადებელი.

  1. გადაცემის დიდი ნაწილი დაეთმო სტერეოტიპისა და სტიგმის გაძლიერებას, რომ LGBTQ+ ადამიანები „არ არიან აღზრდილები“ და ცდილობენ ისეთი რამის „პოპულარიზაციას“, რაც „არ არის მისაღები“.
  2. გადაცემაში გამოიკვეთა, რომ გია კორკოტაშვილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს LGBTQ+ ადამიანების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი. მისი აზრით, ეს ორგანიზაციები „უფითილებენ“ [აქეზებენ] LGBTQ+ პირებს, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის უფლება. ამ პოზიციას დაეთანხმა წამყვანიც. კერძოდ, გიორგი გასვიანმა გაიხსენა, რომ მას „უნახავს“, როგორ იყენებენ [იგულისხმება, არასამთავრობო ორგანიზაციები] ადამიანების განსხვავებულ განწყობას, რათა შექმნან სურათი, თუ როგორ იდევნებიან LGBTQ+ ადამიანები და როგორი არატოლერანტური ქვეყანაა საქართველო. ამით გიორგი გასვიანი უგულებელყოფს იმ რეალურ მდგომარეობას და გამოწვევებს, რომლის წინაშეც არიან საქართველოში LGBTQ+ ადამიანები. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ 2020 წლის კვლევის შედეგების თანახმად, „საქართველოში, ლგბტქ თემის წარმომადგენელთა 91% ყველაზე ხშირად ექვემდებარება სიტყვიერ შეურაცხყოფას, 81% კი ფსიქოლოგიურ ძალადობას. ასევე, ადგილი აქვს ფიზიკური ძალადობის მუქარის (75 %) და ბულინგის (ფიზიკურ თუ ონლაინ სივრცეში) შემთხვევებს (73%)“. ყოველივე ამის ფონზე წამყვანის და რესპონდენტის შეთანხმებული კრიტიკა LGBTQ+ ადამიანების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხელს უწყობს ჰომოფობიური განწყობების კულტივირებას და უფლებადამცველი ორგანოების მიმართ აგრესიის ზრდას.
  3. სტუმრის ლექსიკა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია LGBTQ+ პირების მიმართ. ის ამბობს, რომ არ აქვს სურვილი „უბაგუნოს“ მათ, უნდა არსებობდნენ, მაგრამ „სახლში“, ხაზს უსვამს  LGBTQ+ ადამიანების მიმართ არათანაბარ მოპყრობას.

ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არსებობენ კონსერვატორი ულტრამემარჯვენეები, რომელთა ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი ჰომოფობიური განცხადებები ან ძალადობრივი ქმედებებია, მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს მედიის როლი. „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო, პრაქტიკული ქმედებები განახორციელოს“. „ჟურნალისტმა არა თუ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის გაღრმავებას, არამედ პირიქით, ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით“.

საქმეში „ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მაკა რაზმაძის წინააღმდეგ” (2018 წელი) საბჭომ აღნიშნა, რომ:

„რესპონდენტთა შერჩევისას აუცილებელია, წინასწარ იქნეს გათვალისწინებული, რამდენად მოსალოდნელია მათ მიერ დისკრიმინაციული მიდგომების ტირაჟირება და [მედიამ] მაქსიმალურად თავი შეიკავოს მათი დისკრიმინაციული პოზიციების გასაჯაროების ხელშეწყობისაგან. თუ ასეთი პირების მოწვევა გარდაუვალი აუცილებლობაა, ყველა ღონე იხმაროს, რომ მას საშუალება არ მიეცეს დისკრიმინაციის ტირაჟირებისათვის. ეს შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს, როგორც შეზღუდული ქრონომეტრაჟით, ისე ცალსახა გამიჯვნით დისკრიმინაციისაგან, კითხვებით და გადაცემის დაგეგმვისას აქცენტი უნდა გაკეთდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე და არა რესპონდენტთა დისკრიმინაციული პოზიციების გავრცელებაზე“.

აქვე აღსანიშნავია, რომ სადავო გადაცემა არ მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში და თუ არსებობდა ჟურნალისტის მხრიდან აღქმა, რომ გადაცემის ეს მონაკვეთი იყო დისკრიმინაციული და შემდეგ ნება, რომ არ მომხდარიყო დისკრიმინაციის ხელშეწყობა, მას შეეძლო უკვე რედაქტირებული გადაცემა შეეთავაზებინა მაყურებლისათვის. განსახილველ შემთხვევაში კი რესპონდენტმა გაავრცელა დისკრიმინაციული პოზიციები, მეტიც, თავად ჟურნალისტმა ხელი შეუწყო LGBTQ+ პირების უფლებადამცველი ორგანიზაციების დისკრედიტაციას, რაც წარმოადგენს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას.


სარეზოლუციო ნაწილი

  1. გიორგი გასვიანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი

 

განცხადება

სადავო მასალა

აპრილი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
30
31
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00
აპრილი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
30
31
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00