გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - აი, ფაქტი სოფო ნიაურის წინააღმდეგ
31.01.2022

განმცხადებელი : აი, ფაქტი;
მოპასუხე : სოფო ნიაური;
დარღვეული პრინციპები : 11 პრინციპი;

21 სექტემბერი 2021 წელი

საქმე N – 490

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე, სოფიო ჟღენტი, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტმა", რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 23 მაისს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა კასპში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-11 [პლაგიატი] პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი  სოფო ნიაური.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე სხდომას არ ესწრებოდა და არც შეპასუხება წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სიუჟეტის ბოლოს წამყვანი ამბობდა: „ქუჩას, სადაც ამბოხებული მოსახლეობა ცხოვრობს, რეაბილიტაციას კომპანია „ჰაიდელბერგი" უზრუნველყოფს“, რასაც განმცხადებელი პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნევდა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ქუჩის რეაბილიტაციას არა კომპანია „ჰაიდელბერგი”, არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, „ჰაიდელბერგი” კი მხოლოდ 1000 მ³ ბეტონს აძლევს უსასყიდლოდ.

აღნიშნული ფრაზის შესაფასებლად საჭიროა სიუჟეტის და იმ კონკრეტული წინადადების სრული ანალიზი, რომლის შემადგენელიც იყო სადავო ფრაზა. ზოგადად, სიუჟეტი ეხება კასპის მცხოვრებთა პროტესტს კომპანია „ჰაიდელბერგის“ წინააღმდეგ. კერძოდ, მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად განსაკუთრებით ბინძურდება ჰაერი. სრული წინადადება შემდეგი შინაარსის იყო: „კომპანიის ხელმძღვანელობამ საპროტესტო მუხტის ჩაქრობა მოსყიდვით სცადა. ქუჩას, სადაც ამბოხებული მოსახლეობა ცხოვრობს, რეაბილიტაციას კომპანია „ჰაიდელბერგი" უზრუნველყოფს“.  შესაბამისად, ჟურნალისტის შეფასებით, მოსახლეობის პროტესტის შესარბილებლად კომპანია მათ გარკვეულ ბენეფიტებს სთავაზობს, მათ შორის, ქუჩის რეაბილიტაციასაც, რომელშიც „ჰაიდელბერგს“ წვლილი შეაქვს 1000 მ³ ბეტონის მიწოდებით. შესაბამისად, აქ არსებითი იყო არა ის, „ჰაიდელბერგი” სრულად უზრუნველყოფს ქუჩის რეაბილიტაციას თუ ნაწილობრივ, არამედ ის ფაქტი, რომ ქუჩის რეაბილიტაციისათვის, უსასყიდლოდ, მნიშვნელოვანი კომპონენტის [ბეტონის] მიწოდებას უზრუნველყოფს კომპანია, რომელსაც ამის ვალდებულება არ აქვს და ეს, ჟურნალისტის შეფასებით, ემსახურება იმას, რომ პროტესტის მუხტი ჩაქრეს. საბჭო მიიჩნევს, რომ ეს არ არის არსებითად არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც გამოიწვევდა პირველი პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-11 პრინციპი: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  პლაგიატი”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა მასალა მოამზადა იმ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე, რომელიც „აი ფაქტის“ ვებ-გვერდზე 2021 წლის 21 მაისს გამოქვეყნდა და რომლის ავტორები იყვნენ, „აი ფაქტის“ ჟურნალისტები მანანა ღოღობერიძე, დავით დოლაბერიძე და ეთო მიდელაშვილი და ეხებოდა „ჰაიდლებერგის“ მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს. განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა ინტერვიუც კი ჩაწერა საგამოძიებო სტატიის ერთ-ერთ ავტორთან, მანანა ღოღობერიძესთან, მაგრამ შემდეგ სიუჟეტში არ გამოიყენა, რომ მოპასუხე ჟურნალისტი „აი ფაქტის“ მიგნებებს [თუ ვინ არიან „ჰაიდელბერგის” მფლობელები, „ჰაიდელბერგის" მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების უგულებელყოფა] თავისად ასაღებდა. განცხადებაში მოყვანილი იყო სხვა კონკრეტული ფაქტიც: „სადავო სიუჟეტის აღწერაში მითითებულია ფანჯარას ვერ აღებენ და სარეცხი სახლში ცემენტიანი შეაქვთ. სიუჟეტის რესპონდენტები არ ამბობენ ამას, ეს მონაკვეთიც ჩვენი მასალიდან აქვთ აღებული“.

წარმოდგენილი განცხადების და სიუჟეტის შესწავლის შედეგად საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ სწორედ „აი ფაქტის“  ჟურნალისტური გამოძიების  გაცნობის  შედეგად დაინტერესდა მოპასუხე ჟურნალისტი ამ თემით, მოამზადა სიუჟეტი და ინფორმაციის ნაწილი, სწორედ „აი ფაქტის“ სტატიიდან გამოიყენა.

საქმეში ჩაიხანა ნინუცა კახნიაურის წინააღმდეგ (2019) საბჭომ აღნიშნა, რომ „თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური და მატერიალური რესურსი, წყაროსთან/წყაროებთან ურთიერთობა, გმირის აღმოჩენა, მასთან დაკავშირება და შეთანხმება, სიუჟეტის მთავარი აქცენტების გამოკვეთა. ეს ყველაფერი ხშირად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა და საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტში ახსენოს პირველწყარო“; „მედიასაშუალებამ სათანადოდ უნდა მიუთითოს მასალის პირველწყარო და პატივი სცეს მის მიერ გაწეულ შრომას. ამ პირობებში პლაგიატი განიმარტება უფრო ფართოდ და მოიცავს არამხოლოდ პირდაპირ კოპირებას, არამედ არასათანადო ციტირებას, მითითებას და პირველწყაროს აღნიშვნას“.  

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა პლაგიატს. ამასთან, წინამდებარე შემთხვევაში ქარტიის საბჭოს მიერ მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენა არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს ქარტიის საბჭო ადგენს „თემის პლაგიატს“. საბჭო დასაშვებად და ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შესაბამისად მიიჩნევს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ერთი და იმავე თემის გაშუქებას. განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევა გამოიწვია სხვა გარემოებების ერთობლიობამ, რომელიც აღწერილია წინამდებარე გადაწყვეტილებაში. 


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სოფო ნიაურს არ დაურღვევია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. სოფო ნიაურმა დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი - პლაგიატი.

 

განცხადება

სადავო მასალა

 

აპრილი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2025
1950
1951
1952
1953
1954
1955
1956
1957
1958
1959
1960
1961
1962
1963
1964
1965
1966
1967
1968
1969
1970
1971
1972
1973
1974
1975
1976
1977
1978
1979
1980
1981
1982
1983
1984
1985
1986
1987
1988
1989
1990
1991
1992
1993
1994
1995
1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
2022
2023
2024
2025
2026
2027
2028
2029
2030
2031
2032
2033
2034
2035
2036
2037
2038
2039
2040
2041
2042
2043
2044
2045
2046
2047
2048
2049
2050
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
30
31
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
00:00
01:00
02:00
03:00
04:00
05:00
06:00
07:00
08:00
09:00
10:00
11:00
12:00
13:00
14:00
15:00
16:00
17:00
18:00
19:00
20:00
21:00
22:00
23:00