21.12.2016
ჩამოტვირთეთ PDF ვერსიამედიის ქცევის კოდექსების უმრავლესობა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე ცალკე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან ბავშვების უფლებები ყველაზე ადვილად შეიძლება დაირღვეს, მათ შორის მშობლების მხრიდანაც. სწორედ ამიტომ მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას ბავშვის ინტერესები, ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას, სტიგმატიზებას, სტერეოტიპების გამყარებას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შექმნა ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაიწერა რეკომენდაციები, რჩევები, რაც ჟურნალისტს დაეხმარება ეთიკური დილემების გადაჭრაში.