საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ჟურნალისტებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს
28.02.2025

კატეგორია : განცხადებები;

27 თებერვალს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა TOK TV-ს ჟურნალისტებს მიშო დარბაიძესა და ინგა ირიციანს „მხარე“ უწოდა და მიშო დარბაიძის მიერ დასმული კითხვები გამარტივებული შესყიდვების და ამ მიმართულებით კორუფციული რისკების შესახებ „მავნებლურად“ და „ჭორაობად“ შეაფასა. მერმა „მხარედ“  მოიხსენია „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი ნუკა სტეფნაძეც, რომელიც კოლეგებს გამოექომაგა და ირაკლი ლაზარიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.  

ირაკლი ლაზარაშვილს ქარტია შეახსენებს, რომ მუნიციპალიტეტის მერს თანამდებობა ავალდებულებს, ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდეს ადგილობრივ მედიასთან და უპასუხოს მათ საზოგადოებრივი ინტერესით ნაკარნახებ კითხვებს.  

ახალციხის მერის რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ იმ უარყოფითი დამოკიდებულების მანიფესტაციაა, რომლის კულტივირებასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე წლებია, ეწევიან. კრიტიკული მედიის მონიშვნა „პრობლემად“ მწვანე შუქს უნთებს საჯარო სამსახურის მოხელეებს ჟურნალისტებთან ურთიერთობაში გამოიჩინონ უპატივცემულობა და ეუხეშონ მათ. 

„ქართული ოცნების“ მხრიდან ჟურნალისტების დამცირებისა და მათი როლის დაკნინების მცდელობები ძალადობას ახალისებს და ჟურნალისტების სამუშაო გარემოს საფრთხის შემცველად აქცევს.  

27 თებერვალს, უცნობი პირი შეეცადა, მუშაობაში ხელი შეეშალა „აჭარა თაიმსის“ რედაქტორის სულხან მესხიძისთვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა ინფორმაციას ბათუმში, დასახლება „ოცნების ქალაქში“, კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შესახებ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სულხან მესხიძის მიმართ აგრესია გამოიჩინეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.