აზერ მამედოვმა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები დაარღვია
07.03.2025

ქარტიის საბჭომ 6 მარტის სხდომაზე  24news.ge-ს ხელმძღვანელის აზერ მამედოვის წინააღმდეგ შემოსული მარიამ სამხარაძის განცხადება განიხილა.


სადავო ვიდეო 24news.ge-ს ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 4 იანვარს გამოქვეყნდა.


განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალაში გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, რომ “თითქოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი რაიმე ფორმით ჩართულია მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და მათ ფინანსურ წახალისებაში”. 


განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.


საბჭომ მასალაში დარღვეულად მიიჩნია ორივე სადავო პრინციპი (1;5).


გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.