მარი მალაზონიამ ქარტიის მერვე პრიციპი დაარღვია
01.04.2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "პირადი ექიმი - მარი მალაზონიას" წამყვანმა მარი მალაზონიამ დაარღვია ქარტიის მერვე პრიციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის."
განმცხადებელი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სადავოდ ხდიდა 2017 წლის 27 იანვარს გასულ გადაცემას, როდესაც წამყვანმა მარი მალაზონიამ პირდაპირ ეთერში გააშიშვლა ბავშვი და სტუდიაში მოწვეული პედიატრების დახმარებით მაყურებელს აჩვენა თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი. საქმის განხილვას როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ესწრებოდა. განმცხადებელმა მსჯელობისას მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მეათე პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.