საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 16 ივლისს, სამშაბათს, ორგანიზაციის „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“, განცხადებას განიხილავს:
19:00 სთ: ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF) საქართველო“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ნინო შუბლაძის წინააღმდეგ.
სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 28 თებერვალს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ქვიარ თემის მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მცდარი ტერმინები გამოიყენა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ჰიბრიდულად. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება: თბილისი, ბაქოს ქ. #4.