ირაკლი მანაგაძემ ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი დაარღვია
28.02.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი მანაგაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი.

განმცხადებელი, გიორგი ტატიშვილი სადავოდ ხდიდა 1news.ge 2016 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალას "ტრანს ჯგუფი: არაეთიკურად მიგვაჩნია ტატიშვილის მხრიდან თემის წევრების ვინაობების გამხელა". განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ვებგვერდზე  დარღვეული იყო  პირველი და მეხუთე პრინციპების გარდა ქარტიის  3 (ფაქტების მიჩქმალვა) და11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. განმცხადებელმა მოპასუხედ მიუთითა 1news.ge-ს რედაქტორი ირაკლი მანაგაძე.

19 თებერვალს, საქმის განხილვისას განმცხადებელმა მოხსნა მე-3 და მე-11 პრინციპები და საბჭომ მასალა მხოლოდ პირველი და მეხუთე პრინციპებთან შესაბამისობაში განიხილა. საბჭო მოპასუხე ჟურნალიტისგან დამატებით ინფორმაციას ელოდებოდა, რაც არ წარმოუდგენია. ამის შემდეგ, 27 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და სადავო პრინციპების დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.