გადაცემა "დღის შოუს" წამყვანებმა და პროდიუსერმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს
19.02.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ გადაცემა "დღის შოუში"  ქარტიის პრინციპები დაირღვა. გადაცემის ჟურნალისტების და პროდიუსერის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება შემოიტანა ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის".

განცხადება ეხებოდა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 31 ოქტომბერს გასულ გადაცემა "დღის შოუს", სადაც ჩვილ ბავშვს პირდაპირ ეთერში ყური გაუხვრიტეს. PHR მიიჩნევდა, რომ აღნიშნულმა გადაცემამ დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც იცავს ბავშვის ინტერესებს და ასევე მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია). უნდა აღინიშნოს, რომ ქარტიის მე-8 პრინციპის დარღვევა დადგინდა "დღის შოუს" წამყვანებისა და  პროდიუსერების წინააღმდეგ, ხოლო დისკრიმინაციის ნაწილში (მე-7 პრინციპი) მხოლოდ იმ წამყვანების წინააღმდეგ, რომლებმაც უშუალოდ გამოიყენეს დისკრიმინაციული ფრაზა.

საბჭომ საქმე ღია სხდომაზე განიხილა. განხილვას ესწრებოდა განმცხადებელის წარმომადგენელი, მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია, თუმცა წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება. საბჭოს გადაწყვეტილების  დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.