PHR-ის განცხადება მარი მალაზონიას წინააღმდეგ
16.02.2017

დარღვეული პრინციპები : 8 პრინციპი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ორგანზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში "პირადი ექიმი - მარი მალაზონია"  დაირღვა ქარტიის 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და 8 (ბავშვის ინტერესების დაცვა) პრინციპები.

განცხადების თანახმად, 2017 წლის 27 იანვარს, გადაცემის  მიმდინარეობისას გადაცემის წამყვანმა მარი მალაზონიამ პირდაპირ ეთერში გააშიშვლა ბავშვი და სტუდიაში მოწვეული პედიატრების დახმარებით მაყურებელს აჩვენა, თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი.

PHR მიიჩნევს, რომ "გადაცემაში მოწვეული ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების უფლების დარღვევას. გადაცემის წამყვანმა ბავშვის სხეული გამოიყენა საჩვენებელ ობიექტად. შედეგად, მან ხელყო ბავშვის ღირსება, ხოლო მისი დეფორმირებული გულ-მკერდის ჩვენებით, გაუმართლებლად შეიჭრა ბავშვის პირად ცხოვრებაში".

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.