ნათია ამირანაშვილმა პირველი პრინციპი დააღვია
29.01.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით "ლიბერალის" ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი,  რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია."

განმცხადებელი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მიიჩნევდა, რომ ეთიკის პრინციპები დაირღვა ომბუდსმენის მიერ ძვირადღირებული მანქანის შეძენის შესახებ მომზადებულ ორ მასალაში. განცხადების თანახმად, დარღვეული იყო რამდენიმე პრინციპი, მათ შორის – პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

საქმის განხილვას ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და მოპასუხე ჟურნალისტი. მხარეების გამოკითხვის შემდეგ ქარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ერთ მასალაში "105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია" დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე). მეორე სადავო მასალაში "ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა" არც ერთი პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.