სარეზოლუციო ნაწილი საქმეზე გიორგი ტატიშვილი ზურაბ ვარდიაშვილის წინააღმდეგ
29.01.2017

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განიხილა მოქალაქე გიორგი ტატიშვილის განცხადება "ლიბერალის" ჟურნალისტის, ზურაბ ვარდიაშვილის წინააღმდეგ.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალაში "როგორ მუშაობს გიორგი ტატიშვილის სქემა" ჟურნალისტმა ზურაბ ვარდიაშვილმა დაარღვია ქარტიის 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 5 (შესწორება), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

საქმის განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე მხარე. საბჭომ მხარეთა გამოკითხვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო პირველი პრინციპი, არ დარღვეულა მესამე (დადასტურებული წყარო) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი.

რაც შეეხება მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე  (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებს, განმცხადებელს მტკიცებულებების წარმოსადგენად მიეცა დამატებითი ვადა, რის შემდეგაც საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

დამატება 8.02.2017

დამატებით მიცემული დროის მიუხედავად, განმცხადებელს, გიორგი ტატიშვილს საბჭოსთვის არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები მეხუთე და მეთერთმეტე პრინციპების დარღვევის დასადასტურებლად. შესაბამისად, ამ პრინციპების დარღვევა არ დადგინდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიც მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.