დიანა თურმანიძემ დაარღვია 1 და 5 პრინციპი, თამილა ზოიძემ კი მხოლოდ პირველი პრინციპი
28.01.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ტელეარხი 25-ს" ჟურნალისტმა დიანა თურმანიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება), წამყვანმა თამილა ზოიძემ კი - მხოლოდ პირველი პრინციპი.

სადავო სიუჟეტი  2016 წლის 22 ივნისს გავიდა ეთერში - "სახლი გზის გარეშე" მუხრან ავალიანის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა.  ავალიანი მიიჩნევდა, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადსტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

მსჯელობის შემდეგ საბჭომ გადაწყვიტა, რომ მეოთხე და მესამე პრინციპები დარღვეული არ ყოფილა.

საბჭოს მიერ საქმის განხილვას არ დასწრებია არც განმცხადებელი და არც მოპასუხე მხარე, თუმცა საბჭოს კითხვებს მოპასუხე ჟურნალისტებმა სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით უპასუხეს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.