PHR-ის განცხადება "დღის შოუს" წინააღმდეგ
06.12.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ა/ო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" (PHR) განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 31 ოქტომბერს გასულ გადაცემა "დღის შოუს" წინააღმდეგ, სადაც ჩვილ ბავშვს პირდაპირ ეთერში უხვრეტენ ყურს.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ  აღნიშნულმა გადაცემამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც იცავს ბავშვის ინტერესებს, კერძოდ: "ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, , არ მოამზადოს და არ გამოქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის."

განცხადების ავტორის აზრით, ბავშვისთვის ყურის გახვრეტით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბავშვი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და იყო ემოციური ძალადობის მსხვერპლი.

გარდა მერვე პრინციპისა, განმცხადებელი მიჩნევს რომ დარღვეულია ქარტიის მე-7  (დისკრიმინაცია) პრინციპი.

ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.