ქარტიამ არასრულწლოვნის განცხადება პირველად მიიღო
25.11.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი გაბრიაძის განცხადება ჟურნალ "ჰოროსკოპი+რევიუს" მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით. გიორგი გაბრიაძე პირველი არასრულწლოვანია, რომელმაც ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო ეთიკური დარღვევისთვის ქარტიას მიმართა.

ის მიიჩნევს, რომ ამ ჟურნალში 2016 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული მასალით "ზანგი ქართველები" ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაირღვა, რომლის თანახმადაც  ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

გიორგი გაბრიაძის აზრით, სადავო მასალა ახალისებს დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.