გიორგი ტატიშვილმა ქარტიაში სამ მედიასაშუალებას უჩივლა
07.11.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი ტატიშვილის მიერ შემოტანილი სამი განცხადება:

ინტერნეტგამოცემა "ლიბერალის

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი ტატიშვილის მიერ შემოტანილი სამი განცხადება:

  1. ინტერნეტგამოცემა "ლიბერალის" წინააღმდეგ - განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში "როგორ მუშაობს გიორგი ტატიშვილის სქემა" ჟურნალისტმა ზურაბ ვარდიაშვილმა დაარღვია ქარტიის 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 5 (შესწორება), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. განმცხადებლის თქმით, "გამოქვეყნებულ მასალაში დამახინჯებით არასწორად და მიკერძოებულად არის გადმოცემული ფაქტები და არსებული ინტერვიუს მასალები."
  2. ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ - გიორგი ტატიშვილი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა სოფო მთივლიშვილმა დაარღვია ქარტიის 1,3,5,11 პრინციპები, აგრეთვე 7 (დისკრიმინაცია) 2016 წლის 23 ოქტომბერს მომზადებული სიუჟეტით, რომელიც "იმედის" გადაცემა "იმედის დროში" გავიდა. მასალა ეძღვნებოდა ლგბტ ორგანიზაციებიდან ტრანსგენდერი ქალების ნაწილის გამოყოფას და არსებულ დაპირისპირებას. გიორგი ტატიშვილი მიიჩნევს, რომ სიუჟეტით მოხდა პირადად მისი დისკრიმინაცია, ასევე მასალა ხელს უწყობდა ლგბტ თემის მიმართ "სტერეოტიპიზაციას და მარგინალიზაციას".
  3. ინტერნეტგამოცემა 1news.ge-ს წინააღმდეგ - განცხადების თანახმად, ვებგვერდზე 2016 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალაში "ტრანს ჯგუფი: არაეთიკურად მიგვაჩნია ტატიშვილის მხრიდან თემის წევრების ვინაობების გამხელა" დარღვეულია ქარტიის  1,3,5,11 პრინციპები. გიორგი ტატიშვილი მიიჩნევს, რომ ტექსტი იყო დაუბალანსებელი, ვინაიდან წარმოჩენილი არ ყოფილა მისი პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ მასალა მას ეხებოდა. განმცხადებელმა მოპასუხედ მიუთითია 1news.ge-ს რედაქტორი ირაკლი მანაგაძე
სამივე საქმეს ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.