kvira.ge-ს წინააღმდეგ WISG-ის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი
24.10.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ (WISG) განცხადება "საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი კვირის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით. სადავო მასალა 2016 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატია "ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – "ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა" ტრნსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები. WISG-ის მიერ ქარტიაში შეტანილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მასალის მომზადებისას, ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ინფორმაცია დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან, დაეყრდნო არასანდო წყაროს და საზოგადოებაში შეიყვანა შედომაში. ამდენად, მივიჩნევთ, რომ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი."

მე-10 პრინციპთან დაკავშირებით კი მითითებულია, რომ "მას [ტრანსგენდერ ქალს] ჟურნალისტისთვის არ მიუცია ინფორმირებული თანხმობა მისი პერონალური მონაცემების: სახელი და გვარი, ასაკი (პირადობის მოწმობის მიხედვით) და ფოტოსურათი გამოქვეყნების შესახებ."  განმცხადებელი იქვე აღნიშნავს, რომ "ტრანსგენდერი ადამიანის მიერ არჩეული სახელი უნდა იქნას აღიარებული ჟურნალისტების მიერ მის ნამდვილ სახელად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სახელი მის საბუთებში შეცვლილი."

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.