ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
08.06.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,  გაზეთ "ქრონიკა +-ის" რედქტორმა, ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია."

ელისო კილაძის წინააღმდეგ განცხადება ქარტიაში გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ გაზეთ "ქრონიკა +-ის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში "უცნობი მაესტრო - გია გაჩეჩილაძეს ერთი მილიონი ვანო ჩხარტიშვილმა გადაუხადა?" მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ქარტიის საბჭოს მიერ საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის, გია გაჩეჩილაძის წარმომადგენელი ესწრებოდა, ელისო კილაძემ კი საბჭოს წევრთა კითხვებს ტელეფონის საშუალებით უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ გია გაჩეჩილაძეს ქარტიაში კიდევ ერთი განცხადება ჰქონდა შემოტანილი ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასულ ანონსთან დაკავშირებით, რაც  7 ივნისის სხდომაზე ასევე უნდა განხილულიყო, თუმცა გია გაჩეჩილაძემ ეს განცხადება უკან გაითხოვა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.