"ახალი თაობის- რედაქტორმა სოსო გოგინაშვილმა პირველი პრინციპი დაარღვია
05.06.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით გაზეთ " ახალი თაობის" რედაქტორმა სოსო გოგინაშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპი, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიით: "განგაშის ზარები". მასალა ეძღვნებოდა განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოების" შემოღებას.

განმცხადებელი, შალვა მეკრავიშვილი მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, სოსო გოგინაშვილმა დაარღვია ქარტიის მესამე პრინციპიც, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია". თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.

სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა მეხუთე პრინციპთან (შესწორება) დაკავშირებით და საბჭოს აღარ უმსჯელია ამ პრინციპის შესაძლო დარღვევის შესახებ.

საბჭომ საქმე განიხილა საჯარო სხდომაზე, სადაც მონაწილეობა მხოლოდ განმცხადებელმა მიიღო. "ახალი თაობის" რედაქტორი განხილვას არ დასწრებია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.