დისკუსია ბავშვებთან ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე
21.05.2016

კატეგორია : ღონისძიებები;

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და ქარტიის მედიაკრიტიკის პლატფორმის, mediachecker.ge-ს რედაქტორი სალომე აჩბა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და ქარტიის მედიაკრიტიკის პლატფორმის, mediachecker.ge-ს რედაქტორი სალომე აჩბა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სხვადასხვა  წრის მოსწავლეებს შეხვდნენ და ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე იმსჯელეს.

ბავშვებმა თავად ისაუბრეს თუ რა პრობლემებს ხედავენ მათთან დაკავშირებული ამბების გაშუქებისას. "ბავშვები ძირითადად, პრობლემად არიან მედიაში წარმოდგენილნი", "მოზარდების შესახებ და მოზარდების მონაწილეობით გადაცემები ეთერში საერთოდ არ გადის", "მედია ბავშვს საწყალ, საცოდავ არსებებად წარმოაჩენს", "წარმატებული ბავშვების ისტორიები მედიაში არ ჩანს", - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ისეთი სენსიტიური  საკითხების გაშუქებაზე, როგორიცაა: სუიციდი, ქველმოქმედების ობიექტებად ბავშვების გამოყენება, მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები და ა.შ.

შეხვედრა ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ბავშვთა საკითხების გაშუქების პრობლემების იდენტიფიცირებას და მისი აღმოფხვრის ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა ხორცილდება, მათ შორისაა მედიამონიტორინგი, დისკუსია, სემინარები და რეკომენდაციების მომზადება.

[gallery columns="2" size="medium" ids="6021,6022"]

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.