შალვა რამიშვილმა "იმედის" გენერალური დირექტორის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
25.04.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის თანახმადაც, "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ".

ამ პრინციპის დარღვევის დამადასტურებლად შალვა რამიშვილს განცხადებაში მოყვანილი ჰყავს შემდეგი გარემოება  "2015 წლის დეკემბერს ჩემსა [შალვა რამიშვილსა] და ბახტაძეს შორის "ვაიბერით" განხორციელებულ მიმოწერისას ჩემი იძულება, რომ გადაცემა "პოლიტიკა" (რომლის წამყვანი და პროდუსერი გახლავართ) მისთვის სასურველი ფორმით წამეყვანა". აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მისი დაფუძნებიდან, 2009 წლიდან დღემდე მეორე პრინციპის დარღვევისთვის არავის მოუმართავს და საბჭო პირველად იმსჯელებს იყო თუ არა ჟურნალისტის იძულება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.