გოჩა დავითაშვილმა და ლადო ბიჭაშვილმა პირველი პრინციპი დაარღვიეს
27.03.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებმა ლადო ბიჭაშვილმა  და გოჩა დავითაშვილმა მასალაში "

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებმა ლადო ბიჭაშვილმა  და გოჩა დავითაშვილმა მასალაში "ტელეკომპანია "თრიალეთის" განცხადება" დაირღვა პირველი (სიზუსტე) პრინციპი.

განმცხადებელი, ტელეკომპანია "დიას" საინფორმაციო პროდიუსერი გიორგი ახალკაცი მიიჩნევდა, რომ ზემოთ აღნიშნულ მასალაში და "თრიალეთის" კიდევ ერთ სიუჟეტში "სტუდენტის ბრალდება-მხარის გუბერნატორის, რექტორის და "დიას" მიმართ" გარდა პირველი პრინციპისა, დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორების ვალდებულება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება). გამცხადებლის აზრით,

საბჭოს მიერ საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი გიორგი ახალკაცი, მოპასუხეს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა საკუთარი პოზიცია შეპასუხების წერილით დააფიქსირა. საქმის განხილვისას განმცხადებელმა პირველ მასალასთან დაკავშირებით მოხსნა მე-3, მე-5 და მე-7 პრინციპის დარღვევის დაფიქსირების მოთხოვნა, მეორე სიუჟეტთან დაკავშირებით კი - მე-5 და მე-7 პრინციპები.

საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ პირველ მასალაში "ტელეკომპანია "თრიალეთის" განცხადება" დაირღვა პირველი (სიზუსტე) პრინციპი, მეორე სიუჟეტში "სტუდენტის ბრალდება-მხარის გუბერნატორის, რექტორის და "დიას" მიმართ" კი დარღვევა არ დაადგინა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.