ქარტიამ რეგიონული კოორდინატორები შეარჩია
22.03.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ რეგიონული კოორდინატორები კონკურსის საფუძველზე შეარჩია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კოორდინატორი ბათუმში მაია მერკვილაძე იქნება. 2007 წლიდან ის "ტელეარხი 25-ის" საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. პრალელურად იყო რამდენიმე გადაცემის რედაქტორი.    

ქარტიის კოორდინატორის პოზიციას თელავში დაიკავებს ნატალია ცისკარაშვილი, ადგილობრივი გაზეთის, "კახეთის ხმის" მთავარი რედაქტორი. ნატალია ამ გამოცემაში 2004 წლიდან მუშაობს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.