ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელევიზიების მონიტორინგს იწყებს
02.03.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პირველი მარტიდან ტელევიზიების მონიტორინგს იწყებს. დაკვირვება გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში და შედეგები გამოქვეყნებდა 2016 წლის ივნისში. მონიტორინგი მოიცავს შემდეგ მაუწყებლებს - "რუსთავი 2", "იმედი", საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, "ტაბულა", "კავკასია", GDS, და "მაესტრო". მონიტორები დააკვირდებიან მაუწყებლების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და პრაიმ ტაიმში გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქ შოუებს. მონიტორინგის მიზანია ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკის ამა თუ პოლიტიკური ძალისადმი განწყობების შეფასება. ქარტიამ მედიამონიტორები კონკურსის წესით მიმდინარე წლის თებერვალში შეარჩია. პროექტი National Endowment for Democracy-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.