ევროსაბჭოსა და ქარტიის სემინარი გაიმართა
01.03.2016

კატეგორია : ღონისძიებები;
29 თებერვალს გაიხსნა ევროპის საბჭოს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორდღიანი სემინარი ახალი მედიის თვითრეგულირების შესახებ. სემინარი მიზნად ისახავს წამყვანი ქართველი ჟურნალისტებისა და მედია პროფესიონალებისათვის ეთიკური სტანდარდებისა და მედიის გამავრცელებელთა პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და პრაქტიკის გაცნობას. სემინარის ფარგლებში განიხილეს ევროპის წამყვანი თვითრეგულირების ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ქარტიის საბჭოს და მედიის სხვა წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.