კატეგორია : ტრენინგები;
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 20-21 თებერვალს თბილისში ქარტიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი "მონაცემთა გადამოწმება და ეთიკური გამოწვევები სოციალურ მედიაში".
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 20-21 თებერვალს თბილისში ქარტიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი "მონაცემთა გადამოწმება და ეთიკური გამოწვევები სოციალურ მედიაში".
პირველ დღეს ტრენინგს უძღვებოდნენ ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის ექსპერტები ნოდარ დავითური და დოდი ხარხელი. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა როგორ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია სოციალური ქსლების მეშვეობით, რა რესურსები არსებობს მის გადასამოწმებლად და როგორ გამოიყენო სოციალური ქსელი ინფორმაციის გადასამოწმებლად.
ტრენინგის მეორე დღე უფრო მეტად სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ ეთიკურ დილემებს დაეთმო. ნეტგაზეთის" რედაქტორ ნესტან ცეცხლაძესთან ერთად იმსჯელეს ჟურნალისტების ქცევაზე სოციალურ ქსელებში, განიხილეს მაგალითები როგორც ქართულ ისე საერთაშორისო მედიის პრაქტიკიდან.
ტრენინგი IREX -სა და USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
[gallery ids="5575,5572,5571,5569,5568,5567"]