ქარტიის პროექტ "ლიბცენტრის- საქმიანობის შეჯამება გაიმართა
25.01.2016

კატეგორია : ღონისძიებები;
23 იანვარს საქართველოს ჟურნალისტურიეთიკის ქარტიამ პროექტის "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" მონაწილეებს სერთიფიკატებს გადასცა და აქტივობები შეაჯამა. ერთი წლის განმავლობაში 40-მა სტუდენტმა გაიარა კურსი. ამზადებდნენ ბლოგპოსტებს, რეპორტაჟებს სხვდასხვა თემაზე, რაც ქვეყნდებოდა ცენტრის ვებგვერდზე. გარდა ამისა, ტარდებოდა საჯარო ლექციები, რასაც პროექტის მონაწილეებთან ერთად ბევრი დაინტერესებული პირი ესწრებოდა.
ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდა ლიბერალური ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების თემაზე გამოცხადებული ბლოპოსტების კონკურსის გამარჯვებულიც. ჟიურიმ შემოსული განაცხადებიდან თავდაპირველად < ათი საუკეთესო გამოვალინა და მათი ნამუშევრები ლიბცენტრის ვებგვერდზე განთავსდა. გამარჯვებულად კი დასახელდა ირმა დიმიტრაძე პოსტისთვის "პასუხი ISIS-ის". მას სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სტუდენტს შეეძლო.

"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც National Endowment for Democracy (NED) -ის ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლიდან ხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.