20 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრება გაიმართება
16.12.2015

კატეგორია : ანონსი;
20 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა მე-7 საერთო კრება. წევრთა რეგისტრაცია იწარმოებს 10-დან 12 საათამდე. კრება დაიხურება 18:00 საათზე.
საერთო კრება იმართება ყოველ წელს. ქარტიის წევრები განიხილავენ მიმდინარე საკითხებს, ირჩევენ საბჭოს სამ ახალ წევრს. 20 დეკემბერს საბჭოს წევრებთან ერთად შეირჩევა სარევიზიო კომისიის ახალი წევრებიც.

საერთო კრებაზე ასევე გაიმართება "ქარტიის პრიზი 2015-ის" გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.