ქარტიის საბჭოს გამოხმაურება ონლაინმედიით გავრცელებულ კადრებზე
18.10.2015

კატეგორია : განცხადებები;
17 ოქტომბერს, ონლაინმედიით გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით ""როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით". ვიდეო, ქართულმა მედიასაშუალებებმა ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდიდან აიღეს. გამოქვეყნებულ კადრებზე ასახულია მამაკაცის წამება, რის შემდეგაც ის გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. უკვე ცნობილია, რომ კადრების გავრცელების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე, ონლაინმედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვიდეო, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალების ნაწილია. ინფორმაცია მხოლოდ წერილობით, ვიდეომასალის დართვის გარეშე მხოლოდ ქართული საინფორმაციო ვებგვერდების ნაწილმა გაავრცელა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს მედიასაშუალებებს, მოერიდონ ადამიანის წამების ამსახველი ვიდეომასალის ამგვარი ღირსებისშემლახველი ფორმით გავრცელებას; განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ გაურკვეველი წარმომავლობისა და ანონიმური წყაროების მიერ ინტერნეტში ატვირთულ მაკომპრომეტირებელ მასალებს. ქარტიის საბჭო ხაზს უსვამს, რომ მომავალი საარჩევნო წლის განმავლობაში, გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გახდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.