ქარტია განაგრძობს განცხადებების მიღებას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე
14.09.2015

კატეგორია : განცხადებები;
ააიპ "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" 10 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს კონკურსს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები:
  • ქარტიის მიმდინარე პროექტების მართვა
  • ახალი პროექტების მოძიება და განაცხადების წარდგენა
  • დონორებთან ანგარიშგება
  • ქარტიის საბჭოს განცხადებების პროექტების მომზადება
  • ქარტიის წარმომადგენლობითი და მმართველობითი უფლებამოსილების განხორციელება
  • ქარტიის სახელით სხვადასხა აქტოვობებში მონაწილეობა
  • წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მედიაში ან მედიასამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
სამუშაო პირობები:
  • განაკვეთი - სრული
  • სამუშაო ადგილი - თბილისი
  • ანაზღაურება: 890 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს 2015 წლის 10 ოქტომბრამდე შეუძლიათ CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნონ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზეethicscharter@gmail.com

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.