ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები (სარეზოლუციო ნაწილი)
06.09.2015
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები 2015 წლის 6 სექტემბერს განხილულ საქმეებზე:

1. საქმეზე ზურაბ რუსიშვილი ტელეკომპანია თრიალეთის წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას. სადავო ინფორმაცია: ტელეკომპანია თრიალეთის სახელით გამოქვეყნებული სტატუსი ფეისბუქზე.

2. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადების საფუძველზე საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა თაია არდოტელმა, სტატიაში: "უბანი ქალაქის ცენტრში, სადაც ორი კვირა წყალი არ ჰქონდათ" [გაზეთი რეზონანსი], დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

3. ირაკლი ანთიძის განცხადება, სოსო სტურუას წინააღმდეგ, სიუჟეტის ვებ გვერდიდან მოხსნასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა და საბჭომ ჩათვალა, რომ ადგილი არ ჰქონდა ქარტიის პრინციპების დარღვევას. ქარტიის პირველი პრინციპი: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ მუხლის ძირითადი სიმძიმე მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია. არაიდენტიფიცირებული ინფორმაცია, რაგინდ მნიშვნელოვანი, უნდა გავიდეს სარედაქციო სვეტში და არა ახალ ამბებში. იგივე ეხება ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, მაგრამ რომელიც არ დასტურდება დოკუმენტურად ფოტოთი, ვიდეოთი, ხმის ჩანაწერით და ა.შ.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.