02.09.2015
კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო
შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, მოუწოდებს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობას, ასევე აჭარის რესპუბლიკის პროკურატურას დროული
და ადეკვატური რეაგირებისკენ და შეახსენებს ნებისმიერ სახელმწიფო
მოხელეს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა
ისჯება კანონით. ეს არ არის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან
ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და ხელის შეშლის პირველი შემთხვევა.
სამწუხაროდ, ამგვარ ფაქტებს, თითქმის არასოდეს მოჰყვება სახელისუფლო
ორგანოებისა და ხელისუფლების უმაღლესი პირების სათანადო რეაქცია.
რეაგირების გარეშე დატოვებული შემთხვევები, უფრო მეტიც, მედიის
მიმართ, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გამოთქმული ხშირი
კრიტიკაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალისებს შედარებით დაბალ იერარქიულ
კიბეზე მდგარ ჩინოვნიკებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო
მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ
სახელმწიფო მოხელეს გააზრებული ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლების მნიშვნელობა და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის
აუცილებლობა, როგორიც არის მედია.