"თავდაცვის სამინისტრო "რუსთავი 2-ის- ჟურნალისტების წინააღმდეგ-
04.06.2015
ქარტიის საბჭომ განსახილველად მიიღო თავდაცვის სამინისტროს განცხადება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებისა და საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელის წინააღმდეგ. პრეტენზია ეხება  30 აპრილს, საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" (კურიერი 18 საათზე) გასულ ინფორმაციას ცენტრალურ აფრიკაში მყოფი ქართული მისიის შესახებ.  განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 მუხლები. ინფორმაცია საბჭოს სხდომის შესახებ გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.