ქარტიის საბჭომ მიიღო განცხადება "იმედის- თანამშრომლების წინააღმდეგ
06.05.2015
ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადება" ტელეკომპანია "იმედის" წამყვანის, გია ჯაჯანიძისა და გადაცემა "სხვა რაკურსის" პროდიუსერის, მაია სტეფნაძის წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული ერთ-ერთი გადაცემით, რომელიც ბავშვზე ძალადობას ეხებოდა, წამყვანმა და პროდიუსერმა დაარღვიეს ქარტიის მე-7, მე-8 და მე-10 მუხლები. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადება ქვეყნდება დაშტრიხული სახით. ინფორმაცია საბჭოს სხდომის შესახებ გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.