mediachecker.ge – მედია მედიისთვის
20.04.2015

კატეგორია : ღონისძიებები;
20 აპრილს, ფრონტლაინ კლუბში ვებგვერდ www.mediachecker.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. www.mediachecker.ge- ვებპორტალი, რომელზეც ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შედეგებია თავმოყრილი. მონიტორთა ჯგუფი ყოველდღიურად აკვირდება მედიასაშუალებებს და დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ სტატიებს, მოკლე სიახლეებსა და საავტორო სვეტებს ამზადებს. პროექტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ფინანსური მხარდაჭერითა და დოიჩე ველე აკადემიასთან პარტნიორობით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.