ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებები (სარეზოლუციო ნაწილი)
06.04.2015
2015 წლის 6 აპრილს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა. საქმეზე "ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია გია ჯაჯანიძის და ხათუნა პაიჭაძის წინააღმდეგ, საბჭომ დაადგინა, რომ გია ჯაჯანიძის მიერ დაირღვა ქარტიის მე_7, მე_8 და მე_10 პრინციპები, ხოლო ხათუნა პაიჭაძის მიერ - ქარტიის მე_8 პრინციპები. საქმეზე "საინფორმაციო ცენტრების ქსელი ვანო ჯავახიშვილისა (ტელეკომპანია "რუსთავი 2") და ცოტნე გეგჭკორის (ტელეკომპანია "იმედი") წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ვანო ჯავახიშვილის და ცოტნე გეგჭკორის მიერ დაირღვა ქარტიის მე_11 პრინციპი პლაგიატის ნაწილში.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.