ქარტიის მეხუთე საერთო კრება
23.12.2014

კატეგორია : ღონისძიებები;
21 დეკემბერს, სასტურმო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა ქარტიის წევრთა საერთო კრება, რომელზეც ორგანიზაციის წევრებმა მოისმინე საბჭოს თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებები, იმსჯელეს ქარტიაში მიმდინარე პროცესებზე და აირჩიეს საბჭოს სამი ახალი წევრი. საბჭოს ახალი წევრები გახდნენ მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი და ჯაბა ანანიძე, მათ საბჭოში ნათია კუპრაშვილი, დავით მჭედლიძე და ნათია როყვა შეცვალეს. ქარტიის წევრთა საერთო კრება ყოველწლიურად იმართება, წელს ქარტიას 5 წელი შეუსრულდა. ორგანიზაცია 2009 წლის დეკემბერში დაფუძნდა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.