"მედიასიტის" ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპი დაარღვია
18.12.2014
2014 წლის 16 დეკემბერს, ქარტიის საბჭომ განიხილა საქმე "ტარიელ ნაკაიძე mediacity.ge ის ჟურნალისტის, ნათია ვასაძის წინააღმდეგ". სხდომაზე განმცხადებლის ინტერესებს აგრეთვე წარმოადგენდა მედიის განვითარების ფონდი. სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე მხარე. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმეზე "ტარიელ ნაკაიძე mediacity.ge ის ჟურნალისტის, ნათია ვასაძის წინააღმდეგ", დადგინდა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე_5 და მე_7 პრინციპი. საბჭოს სრული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.