ქარტიის საბჭოს ორი გადაწყვეტილება
15.12.2014
2014 წლის 15 დეკემბერს გაიმართა  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ორი საქმე: ""TVMR საქართველო" ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების ნინო ჟიჟილაშვილისა და სოფო ბერიძის წინააღმდეგ" და "ვიქტორ წილოსანი სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტების ნანა ბიგანიშვილისა და ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით:
  • საქმეზე "თი-ვი ემ-არ საქართველო" ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების სოფო ბერიძის და ნინო ჟიჟილაშვილის წინააღმდეგ, ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  • საქმეზე "ვიქტორ წილოსანი ნინო ზურიაშვილის ნანა ბიგანიშვილის წინააღმდეგ", საბჭომ ასევე მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
ორივე საქმეზე სრული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ქარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.