"ქარტიის პრიზი 2014- – საკონკურსო ნამუშევრების მიღება
15.10.2014

კატეგორია : ღონისძიებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს ნამუშევრების მიღებას "ქარტიის პრიზის " მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას. კონკურსი ცხადდება შემდეგ ოთხ ნომინაციაში: • საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი • საუკეთესო რადიო რეპორტაჟი • საუკეთესო სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში გასული წლის ნომინაციებს ემატება კიდევ ერთი: • საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევარი ბავშვთა საკითხებზე მთავარი კრიტერიუმები: ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების პროფესიული ხარისხი და ეთიკური სტანდარტები. გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნამუშევრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ მედიასაშუალებას ან ჟურნალისტს. საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ საკონკურსო ნამუშევარი (ვიდეო, აუდიო, ბეჭდური), მისი მოკლე ანოტაცია და ინფორმაცია ავტორის შესახებ, მითითებულ მისამართზე ethicscharter@gmail.com ან მოიტანონ ქარტიის ოფისში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადა სრულდება 2014 წლის 30 ნოემბერს კონკურსის შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულებისთვის პრიზების გადაცემის ცერემონია შედგება 2014 წლის დეკემბერში, ქარტიის საერთო კრებაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ რუხაძეს: მობ: 599 40 90 31, e-mail: ethicscharter@gmail.com საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მისამართი: ქ. თბილისი, კალისტრატე ცინცაძის ქ.6/7 "ქარტიის პრიზის" მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX), ბავშვთა საკითხების გაშუქებაში სპეციალური პრიზი კი დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.